4 მარტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა პროექტის, სახელწოდებით „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართული პოლიტიკურ პარტიებს შორის“ პრეზენტაცია. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობა საქართველოში.
პარტიული პოლიტიკის სკოლა 2022 წლის გაზაფხულის სესიით გაიხსნა. პროექტი თავს უყრის 32 ახალგაზრდა აქტივისტსა და პოლიტიკოსს ათი პოლიტიკური პარტიიდან. მიზანი კი მათი ინტერესებისა და მოტივაციის გაზრდაა,პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებისთვის საკუთარ პარტიებსა და ქვეყანაში.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი იმუშავებს პარტიების ახალგაზრდა წევრებთან ერთად, რათა გაზარდოს მათი ცნობიერება კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის და ამომრჩეველთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესახებ.
პარტიული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:
- ისტორიული გაკვეთილები: კონსესუსის ტრადიცია საქართველოში;
- პოლიტიკური პოლარიზაციიდან პოლიტიკურ შეჯიბრებამდე: რა არის პარტიების ინტერესი?;
- არალიბერალური გამოწვევების პირისპირ: მიზეზები, შედეგები და საშუალებები;
- უსაფრთხოება და თავდაცვა, როგორც პოლიტიკური პროცესის (კულტურის) და საზოგადოების მონაწილეობის კონსენსუალური შედეგი.
პროექტი GIP-ის გუნდთან ერთად ღონისძიების საპატიო სტუმრებმა გახსნეს: ბ-მა არმინ რაიზერმა, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მრჩეველმა ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში და ბ-მა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტომა საქართველოში. მათ მონაწილეებთან ერთად განიხილეს კონსენსუსის მნიშვნელობა პოლიტიკაში და შეაფასეს საერთაშორისო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.