საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ფასილიტაცია გაუწია ინტერპარტიულ დებატებს, რომლებშიც ხუთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდა წევრები მონაწილეობდნენ. დებატების 2 ტურის შემდეგ, 19 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში შედგა დასკვნითი ინტერპარტიული დისკუსია. ტურნირში მონაწილეობდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, პარტიის საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებლის, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის და პარტია ლელოს ახალგაზრდა წევრები.
დებატების ტურნირის ფარგლებში პროექტში ჩართულმა პარტიებმა ტურნირის პირველ და მეორე ეტაპების შედეგეგად, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა, ფინალისტები გახდნენ პარტიები საქართველოსთვის და საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ხოლო ფინალურ დისკუსიაში კომპეტენტური მსაჯების მიერ გამარჯვება საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას მიენიჭა.
დებატების ტურნირის დასკვნით ინტერპარტიულ დისკუსიას უმასპინძლა გადაცემამ „რეალური სივრცე“, სადაც ცხრა პარტიის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა განიხილეს საკუთარი პარტიების პოზიციები უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ. საკუთარი პოზიციების გაჟღერების და დასაბუთების პროცესში პარტიების წევრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ექსპერტების, სიმონ ჯანაშიასა და ზვიად აბაშიძის მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით. ხოლო გადაცემის ბოლოს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ შეაჯამა პროექტის მნიშვნელობა პარტიებს შორის საგნობრივი დისკუსიის ტრადიციის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ინტერპარტიული დებატების ტურნირი გაიმართა პროექტის „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“ ფარგლებში. პროექტი მიმდინარეობდა 2021 წლის დეკემბრიდან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ადამიანური რესურსების განყოფილების მხარდაჭერით.