25/11/2022 GIP

სემინარი – საქართველოს მდგრადობის გაძლიერება არასტაბილურ დროში

22 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, ნატო-ს PDD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მდგრადობის გაძლიერება არასტაბილურ დროში“ ფარგლებში სამუშაო სემინარი გაიმართა. სემინარის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნატოს როლისა და გავლენის შესახებ, იმ ფორმალური პროცესების მიღმა, რომლებიც საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით მიმდინარეობს. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკითხზე, თუ როგორ შეუძლია ნატოს ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრადობის განვითარებას. 

სემინარზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დოქტ. ბიძინა ლებანიძემ წარადგინა საქართველოს ეროვნული მდგრადობის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის წინასწარი დასკვნები. თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს ფასილიტატორობა გაუწიეს ნატო-ს ექსპერტმა მიხალ გლოზნეკიმ (პარტნიორობის ოფიცერი, განვითარებისა და მდგრადობის განყოფილება, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილება) და პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა (სამოქალაქო კრიზისის მართვის ინიციატივის ჯგუფის ლიდერი (DNK) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), თავდაცვის ინსტიტუტი და შესაძლებლობების განვითარება). სამუშაო შეხვედრის მონაწილეები იყვნენ უსაფრთხოების ექსპერტები, პოლიტიკოსები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

სემინარზე განიხილეს მდგრადობის შიდა წყაროები და საქართველოში მდგრადობის მშენებლობის განვითარების ამ ეტაპზე არსებული დონე. გარდა ამისა, სემინარის ფასილიტატორებმა ისაუბრეს მდგრადობასთან დაკავშირებით ნატოს მიდგომების ძირითად კომპონენტებზე, მათი მხარდაჭერით საქართველოში მდგრადობის განვითარების დღის წესრიგის გაძლიერებასა და პოზიტიური შედეგების მაქსიმიზაციაზე. 

, , , , , , , , ,