ააიპ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) “ცვლილებებზე ორიენტირებული ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდებისთვის” პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე იურიდიულ პირებს კვებითი მომსახურების კონკუსში მონაწილეობის მისაღებად.
მომსახურების აღწერა:
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის მონაწილეებისთვის (დაახლოებით 35 ადამიანზე) კვებითი მომსახურების გაწევა – 1 ლანჩი და 1 შესვენება ყავით.
- კვებითი მომსახურების გაწევის სავარაუდო განრიგი: 2020 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში ყოველი შაბათი -კვირა, შესვენება ყავით 12:00 – 12:15, ლანჩი 13:30 – 14:15.
- მომსახურების გაწევის ადგილი: თბილისი (მის. პუშკინის 13) და რუსთავი (მის. შარტავას 11, ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა).
მომსახურების გაწევის პირობები:
- მომწოდებელმა უნდა შეძლოს შეკვეთის მიღება და განხორციელება ოპერატიულად და ხარვეზის გარეშე;
- შემოთვაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ადგილზე მიტანის სერვისს და მომსახურებას (გაწყობა/ალაგების გათვალისწინებით ან სხვა რომელიც უკავშირდება აღნიშნული მომსახურების გაწევას).
- მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ინვენტარი მომსახურების უზრუნველსაყოფად;
- მომწოდებლის მომსახურებაში უნდა შედიოდეს კვალიფიციური პერსონალი სპეციალური ჩაცმულობით და აღჭურვილობით;
- მომწოდებელი ზედმიწევნით უნდა იცავდეს საკვების მომზადებისა და მომსახურების ყველა დადგენილ ნორმასა და ჰიგიენის წესებს.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე:
- კვებითი მომსახურების შესყიდვის დანართი 1, რომელიც სრულყოფილად უნდა იყო შევსებული და დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განახლებული ბოლო 30 დღის მდგომარეობით
ანგარიშსწორების პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, მომსახურების შესყიდვის დეტალების საბოლოო შეჯერების შემდგომ, გააფორდება ხელშეკრულება
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველი შესყიდვის დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105
სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 იანვარი, 18:00 საათი
გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი -კვებითი მომსახურება”
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]