საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე იურიდიულ პირებს სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:
მომსახურების გაწევის ადგილი:
- კახეთი
მომსახურების გაწევის თარიღები:
- 25-26 ივლისი, 2020 წელი
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:
25 ივლისი:
- ლანჩი (60 პერსონაზე)
- ყავის შესვენება (60 პერსონაზე)
- ვახშამი (60 პერსონაზე)
- საკონფერენციო ოთახი (25 ადამიანისთვის) შესაბამისი აღჭურვილობით (პროექტორი; ეკრანი; ლეპტოპი)
- ერთი ღამით სასტუმროში დარჩენა საუზმის ჩათვლით (60 პერსონაზე)
26 ივლისი:
- ღია სივრცეში (გადახურული) ფურშეტი (60 პერსონაზე)
- ღია სივრცეში პროექტორი; ეკრანი; ლეპტოპი
- სკამები (60 პერსონაზე)
- კომპენდიუმის მაგიდა (5-6 ადამიანისთვის)
შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი)
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა
** შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)
** შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით
** საკონფერენციო დარბაზის სურათები
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:
** რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნულ სფეროში ოპერირების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** რომელიც რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
** რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.
სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 ივლისი.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]