13/04/2023 keta

ღია ტენდერი სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე – თბილისი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე იურიდიულ პირებს სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:

მომსახურების გაწევის ადგილი:

  • ქ. თბილისი

მომსახურების გაწევის თარიღი:

  • 24 მაისი, 2023 წელი

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

  • საკონფერენციო ოთახი 100 პერსონაზე თეატრალური სტილით (ერთი სრული დღე)
  • ტექნიკური აღჭურვილობა – ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი, ნოუთი, კალამი, წყალი, ტრიბუნა, 1 მაგიდის მიკროფონი, 8 უსადენო მიკროფონი, 40 ყურსასმენი, მთარგმნელის ჯიხური.
  • ერთი მსუბუქი ყავის შესვენება 100 პერსონაზე
  • ერთი დატვირთული ყავის შესვენება 100 პერსონაზე
  • ერთი სადილი 100 პერსონაზე

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება  ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა – დანართი #1_ის შესაბამისად .

დანართი 1_ის შევსების ინსტრუქცია

უნდა შეავსოთ თქვენი რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია; ერთეული და საერთო ღირებულება დღგ გარეშე; ჩვენი გადახდის პირობაა მომსახურების მიღების შემდგომ, თუ თქვენი პირობა განსხვავდება ესეც რომ მიუთითოთ, ბოლოში ხელმოწერა, თარიღი და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში).

  • შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)
  • შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით
  • საკონფერენციო დარბაზის სურათები

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:

  • რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნულ სფეროში ოპერირების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • რომელიც რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  • რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.

სატენდერო წინადადების გამოგზავნის  ბოლო ვადაა: 2023 წლის 20 აპრილი.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]

,