17/12/2019 keta

კომუნიკაციების ოფიცერი

გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი 2019

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი” (GIP) აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  1. GIP-ის კომუნიკაციების სტრატეგიისა და თითოეული პროექტის კომუნიკაციების გეგმის განხორციელება;
  1. ონლაინ სივრცეში GIP-ის ხილვადობაზე ზრუნვა:

** ორგანიზაციის ვებგვერდისა და სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Twitter, Instagram) კონტენტის მომზადება;

** ორგანიზაციის ვებგვერდის მართვა;

** GIP-ის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სოციალური მედიაკამპანიების დაგეგმვა-განხორციელება;

  1. GIP-ის პროდუქტის დიზაინი და გამოქვეყნება:

** GIP-ის ვიზუალური მასალების, ვიდეორგოლებისა და ბრენდირებული პროდუქტების შექმნა-გავრცელების კოორდინირება;

** GIP-ის პუბლიკაციების დიზაინის, დაკაბადონებისა და ბეჭდვის კოორდინირება;

  1. მედიასთან ურთიერთობა:

** პრესრელიზების მომზადება;

** მედიასთან კომუნიკაცია და მათი საკონტაქტო მონაცემების განახლება GIP-ის ბაზაში;

** ინტერვიუების დაგეგმვა, კოორდინირება;

** მედიაში GIP-ის შესახებ გამოქვეყნებული მასალების გაცნობა.

  1. ღონისძიებები:

** GIP-ის ღონისძიებების დაგეგმვა;

** GIP-ის ბაზაში საკონტაქტო სიის განახლება;

** ღონისძიების სტუმრების სიის შედგენა, GIP-ის გუნდთან კოორდინირებით;

** სოციალურ ქსელებში ღონისძიების ხილვადობაზე ზრუნვა;

** საჭიროების შემთხვევაში, GIP-ის ღონისძიებების მედიაგაშუქებისა და ინტერვიუების კოორდინირება;

** GIP-ის მედიახილვადობის ანგარიშის მოსამზადებლად, შესაბამისი მონაცემების შეგროვება.

 

კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, მას.კომუნიკაციების, PR-ისა და სხვა მონათესავე სპეციალობების მიმართულებით;

** სოციალურ მედიის მენეჯმენტის ან PR-ის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;

** WordPress-ის ბაზაზე შექმნილი ვებგვერდის მართვის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;

** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;

** შემოქმედებითობა და ოპერატიულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კომუნიკაბელურობა;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

** გრაფიკული დიზაინის პროგრამების (Adobe Photoshop-ისა ან/და Illustrator-ის) საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]. ამასთან, გამოგვიგზავნეთ ნებისმიერი დამატებითი მასალა, რომელიც დაადასტურებს თქვენს გამოცდილებას აღნიშნული პოზიციის მიმართულებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 23 დეკემბერი, 2019 წ.

გასაუბრება ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.