Authors

25/02/2021 ბიძინა ლებანიძე

უნდა გააკეთოს თუ არა საქართველომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს?

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
25-02-2021
ექსპერტთა კომენტარი #15 | თებერვალი 2021

ცოტა ხნის წინ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოცხადდა და მოგვიანებით საპარლამენტო რეზოლუციითაც დადასტურდა.

ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის კონკრეტული თარიღის განსაზღვრა ამბიციურ ნაბიჯს წარმოადგენს, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ ბოლოდროინდელ გაფართოების პოლიტიკით „გადაღლას“ ევროკავშირში. შედეგად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში განხილვის საგანი გახდა, კითხვები გაჩნდა იმის შესახებ, იყო თუ არა ინიციატივა დროული და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი წევრობის განაცხადს მხარს არ დაუჭერს.

საკითხის სენსიტიურობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის შესახებ გაჟღერებულ გეგმას, ფაქტობრივად, არ მოჰყოლია რაიმე სახის რეაქცია ბრიუსელის მხრიდან. თუმცა, ოფიციალური განაცხადის მომზადებამ, პოტენციურად, შესაძლოა, ბიძგი მისცეს ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელებას და ხელი შეუწყოს საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით, შერჩეულმა ექსპერტებმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან და შვედეთიდან შემდეგ სამ შეკითხვას უპასუხეს:

  • ევროკავშირის წინაშე არსებული ბოლოდროინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, რა შეიძლება იყოს საქართველოს ევროპულ ამბიციებთან, კერძოდ, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ინიციატივასთან დაკავშირებული რისკები და მოსალოდნელი სარგებელი?
  • თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, უმჯობესი იქნება ამის გაკეთება დამოუკიდებლად თუ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად?
  • როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სკეპტიციზმს  ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებების მიმართ?
, , , , ,