18/10/2018 magda

“საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ” – GIP-ის ახალი პროექტი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს ახალ პროექტს – “საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ” –  რომლის მიზანია, 4 სოციალური ვიდეორგოლის მეშვეობით, ხელი შეუწყოს, მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლის შესახებ.

პროექტის გუნდი ატარებს კვლევას საქართველო-ნატოს თანამშომლობის ძირითადი სფეროების, ორმხრივი ურთიერთობების მთავარი მიღწევებისა და ამ თანამშრომლობის ამჟამინდელი სტატუსის გამოსაკვეთად, რაც ითვალისწინებს, ინფორმაციის მოძიების პროცესში ისეთი ინსტიტუტების ჩართულობას, როგორებიცაა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი. მოპოვებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნება სცენარები ვიდეორგოლებისთვის.

აღნიშნული ვიდეორგოლები გავრცელდება სოციალური რეკლამის სახით ქართული ტელეარხების (მათ შორის, რეგიონული ტელეარხების), ონლაინ მედია გამოცემებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. იმისთვის, რომ ვიდეორგოლები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის (და არამარტო მათთვის) გასაგები იყოს, ისინი ითარგმნება სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტს ყავს ორი მთავარი სამიზნე ჯგუფი: მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი, და ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა შესაძლოა სკეპტიკურად უყურებდეს ამ პროცესს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) არქონის გამო. შესაბამისად, პროექტის მიზანია, აჩვენოს რა მატერიალური და არამატერიალური სარგებელი მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს მიღწეულმა პროგრესმა.

 

პროექტის სპონსორია

, , , , , , ,