Authors

05/04/2019 ბიძინა ლებანიძე

პოლიტიკის დოკუმენტების კრებული 2019

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2019-04-05 12:26:23

სალომე მინესაშვილი, ლევან კახიშვილი,
ბიძინა ლებანიძე, ნინო რობაქიძე

პუბლიკაცია მოიცავს ოთხ პოლიტიკის დოკუმენტს, რომლებიც პოლარიზაციასა და რადიკალურ პოპულიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს (და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას) მიმოიხილავენ და ასევე იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს ძირითად საკითხებზე. მათ შორის ისეთ საკითხებზე – თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას საზოგადობაში არსებული ნდობის კრიზისი, როგორ გავუმკლავდეთ რადიკალურ პოპულიზმსა და პოლიტიკური პოლარიზაციის ეფექტებს საქართველოში.

პუბლიკაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირების ეფექტზე დემოკრატიული პროცესების მიმართ და მზარდი ნაციონალისტური პოპულიზმის გავლენაზე საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესში.

პუბლიკაცია განკუთვნილია სახელმწიფო მოხელეებისთვის, მასმედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების, ანალიტიკოსების, და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, ყველა იმ პირისთვის, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში მონაწილეობს და მასთან დაკავშირებული საკითხებით არის დაინტერესებული.

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,