11/07/2024 GIP

საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრისა და ინტერპარტიული საბჭოს თემატური საჯარო პოლიტიკის ვორქშოფი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 5 ივლისს გაიმართა საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრისა და ინტერპარტიული საბჭოს თემატური საჯარო პოლიტიკის ვორქშოფი

ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი პერსპექტივების გასაძლიერებლად და საზოგადოების საჭიროებებისა და ინტერესების ფართო სპექტრის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ახალგაზრდობის პერსპექტივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ კონტექსტში, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვალსაჩინოდ გაიზარდა ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში. ამავდროულად, იმისთვის, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა სწორად დაგეგმონ პოლიტიკა და მოამზადონ თავიანთი პროგრამები, მნიშვნელოვანია მეტი ურთიერთქმედება საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რათა ერთმანეთის თავიანთი ხედვები და გამოცდილება გაუზიარონ. მათ მონაწილეობას შეუძლია ხელი შეუწყოს გენდერულ დეზინფორმაციას სტერეოტიპების გამოწვევით და ავთენტური ნარატივების მიწოდებით, რომელიც ხაზს უსვამს მათ წვლილს და შესაძლებლობებს. მსგავსი ტიპის მიდგომით, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, საზოგადოებებს შეუძლიათ შექმნან უფრო სამართლიანი და მდგრადი პოლიტიკური გარემო, რაც საბოლოოდ გააძლიერებს დემოკრატიულ მმართველობას და სოციალურ ერთიანობას.

ამის გათვალისწინებით, თემატური პოლიტიკის სემინარმა გააერთიანა ახალგაზრდა მკვლევრები საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრიდან და ინტერპარტიული საბჭოს წევრები. სემინარის ფაგლებში მათ განიხილეს პოლიტიკის ოთხი სფერო: ფისკალური უთანასწორობა საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, თავდაცვის ბიუჯეტის საპარლამენტო ზედამხედველობა და უფსკრული ეთნიკურ უმცირესობებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის..

ღონისძიებაზე თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია გააკეთა  PPAHub-ის სამმა მონაწილემ: ანა ჩუბინიძე, ბაკალავრიატის კურსდამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი ლაბაძე, დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის კანდიდატი; ანი ერგემლიძე, პროგრამის ოფიცერი, პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, USAID;

ღონისძიების დისკუსანტები იყვნენ ინტერპარტიული საბჭოს წევრები: თეონა ჭალიძე, თავჯდომარე, ინტერპარტიული საბჭო; თინათინ ბოლოკაძე, პარტიის წევრი, გირჩი მეტი თავისუფლება; ნინი წულაძე, საკრებულოს წევრი, ხალხისთვის; ჯუბა ლოლაძე, პარტიის წევრი, ლელო საქართველოსთვის; ანა გოგოლაძე, პარტიის წევრი, საქართველოსთვის; მარიამ გოჩელაშვილი, პარტიის წევრი, ლეიბორისტული პარტია; ნანა თოხვაძე, პარტიის წევრი, სტრატეგია აღმაშენებელი; თამარ ყორღანაშვილი, პარტიის წევრი, ლელო საქართველოსთვის

ახალგაზრდა მკვლევართა ანალიტიკური ნაშრომები წარმოადგენს აუთვისებელ პოტენციალს ინფორმირებული საჯარო პოლიტიკის გასაძლიერებლად სტუდენტებს, მკვლევრებსა და პოლიტიკის პროფესიონალთა შორის ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდის გზით. თემატური პოლიტიკის სემინარი მოეწყო პოლიტიკაში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკის დოკუმენტებზე და რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომლებიც PPAHub-ის წევრებმა შექმნეს და ინტერპარტიული საბჭოს წარმომადგენლებთან განიხილეს.

ღონისძიება განხორციელდა USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამისა და საქართველოში შვეიცარიის სელჩოს ერთობლივი მხარდაჭერით.

 

, , , , , , , , , , , , ,