გერმანია 2009-2017 წლებში: საგარეო პოლიტიკის სახეები და მათი გავლენა საქართველოზე

საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია, რომელიც დამოკიდებულია როგორც შიდა რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე ასევე, ევროპელი პარტნიორების პოლიტიკებზე. გერმანია ერთ-ერთ იმ პარტნიორთაგანია, რომელზეც საქართველოს ევროპული მომავალი ნაწილობრივ არის დამოკიდებული. 2017 წლის 22 მაისს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით უმასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე – „გერმანია 2009-2017 წლებში: საგარეო პოლიტიკის სახეები და მათი გავლენა საქართველოზე“. დისკუსიას უძღვებოდა დოქტ. ანდრე ჰარტელი, რომელმაც წარმოადგინა გერმანიის საგარეო პოლიტიკის დისკურსები და განიხილა, თუ როგორ უკავშირდება ისინი საქართველოს. მან ასევე გაანალიზა გერმანიის ქმედებები და პოლიტიკა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში არსებულ სამ საერთაშორისო კრიზისისთან მიმართებაში, როგორებიცაა: ევროზონის ფინანსური კრიზისი, ლტოლვილთა კრიზისი და უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი.

დოქტ. ჰარტელმა წარმოადგინა უკანასკნელ პერიოდში გერმანიისათვის დამახასიათებელი პოლიტიკის წარმოების ორი სტილი: გერმანია, როგორც “ინტეგრირებული სამოქალაქო ძალა”, რომელიც ხასიათდება მულტილატერალიზმით და გერმანია, როგორც “ჰეგემონური ცენტრალური ძალა”, რომელიც ხაზს უსვამს უნილატერალიზმს და პრაგმატულ ინტეგრაციას. უკანასკნელ კრიზისებზე გერმანიის რეაქცია ორივე მიდგომის არსებობას ადასტურებს. აღნიშნული მიდგომები ზოგიერთ შემთხვევაში ნაწილობრივ გადაფარავენ კიდეც ერთმანეთს.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, უფრო კონკრეტულად კი საქართველოში, გერმანიის დიპლომატიის დაბრკოლებელი ფაქტორი გეოპოლიტიკურ ხედვის ნაკლებობაა. რამაც გამოიწვია ევროკავშირსა და რუსეთს შორის მდებარე ქვეყნების ე.წ. “ნაცრისფერ ზონად” გარდაქმნა, ნათლად გამოხატული მომავლის გარეშე. თუმცა, გერმანიამ დაამტკიცა, რომ ის ადაპტირებადია, რაც განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან მიმართებით გამოჩნდა.

Related Posts