Author

29/04/2021 ბიძინა ლებანიძე

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი 100 დღე: რეალობა და გამოწვევები

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2021-04-29 17:12:15
ავტორები: ბიძინა ლებანიძე, ელგუჯა ხოკრიშვილი, სალომე კანდელაკი, ნინო სამხარაძე, გივი სილაგაძე

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქვეყანაში არსებული მძიმე პანდემიური ვითარება. არსებული კრიზისების ფონზე, საქართველოს ახალი ხელისუფლება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. მან უნდა დაძლიოს პოლიტიკური კრიზისი და გამოასწოროს პანდემიისგან დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

არსებულ მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც, ხელისუფლებასთან ერთად, სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა და ქვეყნის ნორმალური განვითარების კალაპოტში დაბრუნება უნდა შეძლონ.

წარმოდგენილ ანგარიშში განხილულია ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მმართველობის პირველ 100 დღეში განხორციელდა. კვლევის ძირითადი მიზანია, სიღრმისეულად მიმოიხილოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ძირითად გზავნილები და გააანალიზოს, თუ როგორ არიან ისინი წარმოდგენილი საარჩევნო კამპანიის შემდეგ პარტიის დღის წესრიგში. გარდა ამისა, გაანალიზებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებების განხორციელების ალბათობა სხვადასხვა ექსპერტების შეფასებების საფუძველზე. საბოლოოდ, განხილულია, როგორ შეიძლება ქვეყანა გაუმკლავდეს პოსტ-საარჩევნო კრიზისს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, და, ასევე, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ხელისუფლება მომდევნო წლების განმავლობაში.

, , , , , , , ,