27/02/2025 GIP

ინტერპარტიული საბჭოს გენერალური ასამბლეა 2025

26 თებერვალს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ინტერპარტიული საბჭოს გენერალური ასამბლეა – “მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართულ პოლიტიკურ პარტიებში.” ასამბლეაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა იმსჯელეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ქალი პოლიტიკოსების გამოწვევებსა და ახალგაზრდა პოლიტიკოსების პერსპექტივებზე. 

ღონისძიება სიტვით გახსნა პროფ. კორნელი კაკაჩიამ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ღონისძიებაზე მისასლმებელი სიტყვა წარმოთქვეს თეონა ჭალიძემ, ქალთა ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარემ და გოგა ფოლადაშვილმა, ახალგაზრდების ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარემ.

პირველი პანელის ფარგლებში განიხილეს თემა “პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ,” რომესაც მოდერატორობა გაუწია თეონა ყუფუნიამ, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ექსპერტმა. ამ პანელზე იმსჯელეს ქალი პოლიტიკოსების გამოწვევებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, მათ შორის გენდერული კვოტების მოხსნისა და შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხებზე, ამასთან განიხილეს სტრატეგიების გაძლიერის საკითხი საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობის ხელშეწყობისთვის. პანელისტებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების გრძელვადიანი განვითარების საჭიროებებსა და იმაზე, თუ რა სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს გაძლიერებისა და მომავალთან ადაპტირებისთვის.

მეორე პანელს სახელწწოდებით, “პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ახალგაზრდა პოლიტიკოსების პერსპექტივები,” მოდერატორობა გაუწია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, შოთა კაკაბაძემ. აღნიშნულ პანელზე ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა მიმოიხილეს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მართვის სტრატეგიები. მომხსენებლებმა  განიხილეს პოლიტიკური პარტიების როლს კრიზისის მოგვარების საქმეში, მათ კომუნიკაციას ამომრჩევლებთან, ასევე იმსჯელეს თუ როგორ ხდება მიზნებისა და სტრატეგიების არტიკულირება პარტიებში. დისკუსია ასევე შეეხებოდა  პარტიების ურთიერთობებს აქტივისტებთან, მათ შორის არსებულ ძირითადად განსხვავებებს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებს საქართველოს პოლიტიკური მომავლის ფორმირების ხელშესაწყობად.

პანელური დისკუსიების შემეგ გაიმართა ინტერპარტიული საბჭოს დახურული სესია ქალი პოლიტიკოსებისა და ახალგაზრდა პოლიტიკოსების კომიტეტების მონაწილეობით.

ინტერპარტიული საბჭოს გენერალური ასამბლეა ორგანიზაბულია პროექტის „საქართველოში პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ინკლუზიური პარტიული პოლიტიკის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით.

, , , , , , , , , ,