GEODEM
დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენცია

#GEODEM “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დემოკრატიის ყოველწლიური  კონფერენციაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიზაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად ერთგვარ პლატფორმას ქმნის. ყოველ მომდევნო წელს დემოკრატიის კონფერენციია თემის ახალი, განსხვავებულ ფოკუსის გარშემო ვითარდება და თემატური პანელებიც სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების მიხედვით იგეგმება. მოწვეული საერთაშორისო მომხსენებლები, წამყვანი აკადემიკოსები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ხელს უწყობენ განხილული საკითხებისა და რეკომენდაციებისა გლობალურად გავრცელებას. დემოკრატიის კონფერენციისთვის GIP-ის ანალიტიკოსთა გუნდი ყოველწლიურად ამზადებს პოლიტიკის კრებულს წლის ყველაზე აქტუალური თემის გარშემო. აღნიშნულ დოკუმენტს ავტორები GEODEM-ის ფარგლებში წარადგენენ. GEODEM თბილისში პირველად 2016 წელს ჩატარდა. დემოკრატიის კონფერენცია აერთიანებს ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებს, აკადემიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.  ღონისძიებებმა 200-მდე მონაწილე შეკრიბა. 2020 წლიდან GEODEM ონლაინ ფორმატში ადაპტირდა და დემოკრატიის კონფერენცია უკვე ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, გაფართოებული დამსწრე აუდიტორიით, თბილისის ფიზიკურ საზღვრებს მიღმა.