GEODEM
დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენცია
#GEODEM “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიზაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად ერთგვარ პლატფორმას ქმნის. ყოველ მომდევნო წელს დემოკრატიის კონფერენციია თემის ახალი, განსხვავებულ ფოკუსის გარშემო ვითარდება და თემატური პანელებიც სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების მიხედვით იგეგმება. მოწვეული საერთაშორისო მომხსენებლები, წამყვანი აკადემიკოსები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ხელს უწყობენ განხილული საკითხებისა და რეკომენდაციებისა გლობალურად გავრცელებას. დემოკრატიის კონფერენციისთვის GIP-ის ანალიტიკოსთა გუნდი ყოველწლიურად ამზადებს პოლიტიკის კრებულს წლის ყველაზე აქტუალური თემის გარშემო. აღნიშნულ დოკუმენტს ავტორები GEODEM-ის ფარგლებში წარადგენენ. GEODEM თბილისში პირველად 2016 წელს ჩატარდა. დემოკრატიის კონფერენცია აერთიანებს ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებს, აკადემიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. ღონისძიებებმა 200-მდე მონაწილე შეკრიბა. 2020 წლიდან GEODEM ონლაინ ფორმატში ადაპტირდა და დემოკრატიის კონფერენცია უკვე ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, გაფართოებული დამსწრე აუდიტორიით, თბილისის ფიზიკურ საზღვრებს მიღმა.
ინტერპარტიული პოლიტიკა, ახალგაზრდების მონაწილეობა პოლიტიკაში და კოალიციური მმართველობის გამოწვევები საქართველოში
პოპულისტური ნაციონალიზმი და ევროსკეპტიციზმი: წარმოსახვითი თუ რეალური საფრთხე ასოცირებული ქვეყნებისათვის?
საქართველო არჩევნების წინ: როგორ ავირიდოთ თავიდან დემოკრატიის უკუსვლა?
პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე
დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის დღის წესრიგი ცვალებად გარემოში: ფოკუსი საქართველოზე
საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები
რელიგია, უცხოური გავლენები და პარლამენტარიზმი: კონსოლიდირებული დემოკრატიის პერსპექტივები საქართველოში