უახლესი პუბლიკაციები

დემოკრატიის დეფიციტი პარტიულ პოლიტიკურ სისტემებში

ინტერვიუ ექსპერტთან – პროფესორ ჟოლტ ენიედისთან

ინტერვიუს უძღვება სალომე კანდელაკი, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, GIP

“აღმოსავლეთ ევროპაში ალბათობა იმისა, რომ უეცრად ახალი ლიდერი გამოჩნდება და სათავეში ჩაუდგება მთელ სახელმწიფოს, ჯერ კიდევ დიდია, რაც პარტიული სისტემის სისუსტის კიდევ ერთი ინდიკატორია.”

ჟოლტ ენიედი ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ლევერჰულმის მოწვეული პროფესორია. ამავდროულად იგი ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორიცაა და იკვლევს პარტიულ სისტემებს, პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, (more…)

...

პოლიტიკური პოლარიზაცია – მოჯადოებული წრე თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის?

თეონა ზურაბაშვილი 

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობის მინიჭებამ კიდევ ერთხელ ,,გაკრიფა შუა“ და ოპოზიციური განწყობის მქონე ამომრჩევლის ხმები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ კონცენტრირდა. თუმცა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა მხოლოდ 30.68 % მიიღო (cesko.ge 2021ა), ,,ქართულმა ოცნებამ“ კი ხმათა 43%-ზე მეტის მიღება შეძლო (cesko.ge 2021ა). (more…)

...

სიახლეები

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: მრავალფეროვნება, პოზიციების თანაკვეთა და თავისუფალი სივრცეები

📌 2021 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა პროფ. კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო კვლევის პრეზენტაციაში „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: მრავალფეროვნება, პოზიციების თანაკვეთა და თავისუფალი სივრცეები“, რომელიც ეფუძნება „საარჩევნო კომპასი საქართველოს 2020“ მონაცემებს.

🟣 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მხრიდან კვლევის თანაავტორია GIP-ის ანალიტიკოსი ლევან კახიშვილი. კვლევა, ასევე, განხორციელდა დავით კეშელავას (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი), გიორგი პაპავას (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი), დავით სიჭინავას (CRRC Georgia) მონაწილეობით.

ძირითადი მიგნებები 🔍🔍

(more…)

...

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

📍 19 ოქტომბერს, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზაბულ ონლაინ ბრიფინგზე ქართულ მედიას წარუდგინა დოკუმენტი სახელწოდებით, “Eastern Partnership ‘Beyond Westlessness’: a New Momentum For The European Integration.”

🟣 პოლიტიკის მემორანდუმი, რომელიც ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტართა პოლიტიკურ მრჩეველ, რამუნას სტატიონისთან ერთად შეადგინა, ხაზს უსვამს, რომ ბლოკის სრულ წევრობამდე საჭიროა გარდამავალი სტატუსის შემოღება. ევროპარლამენტარის თქმით, აღნიშნული სტატუსი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ძლიერი მოტივაცია და რეალურად მიღწევადი მიზანი იქნება. (more…)

...

უახლესი ბლოგები

დონორები

პარტნიორები